- ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა, რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეულის საავტომობილო გზაზე გადაადგილების პრობლემა შექმნა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები და იყრება ტექნიკური მარილი.
გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა და მერიის შესაბამისი სამსახურები.
ფოტო: ზუგდიდის მერია