ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდია 82 სტუდენტს მიენიჭა


  • აღნიშნული გადაწყვეტილება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის კომისიამ მიიღო.

როგორც კონსტანტინე კაკავამ აღნიშნა, ზუგდიდის მუნიციპალუტეტის მერიის პრიორიტეტად, ახალგაზრდების ხელშეწყობა რჩება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ.

ამ მიმართულებით გვაქქვს სხვადასხვა პროგრამები და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. ორმაგად სასიხარულოა, რომ სტიპენდიანტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ჩვენ მხარდაჭერას მომავალშიც გავარგრძელებთ“ – აღნიშნა ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ.

2021-2022 წლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 70 სტიპენდიანტი ჰყავდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!