როგორც, “ზუგდიდელებს”, ზუგდიდის საგანმამათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა კახა ფარცვანიამ აცნობა, დიდთოვლობის გამო, საგაკვეთილო პროცესი შეწყვეტილია მუნიციპალიტეტის 9 საჯარო სკოლაში,- “გრიგოლიშში, ოდიშის პირველში, რიყეში, ტყაიაში, ყულიშკარში, ჩხორიაში, ჭაქვინჯში, ჭკადუაშში და ჯუმის საჯარო სკოლებში. ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს სწავლა მუნიციპალიტეტის დანარჩენ სკოლებში. მაგრამ იქ, სადაც გადაუღებლად თოვს, საგაკვეთილო პროცესი 5 წუთით შემცირდა, რომ ბავშვებმა დროულად შესძლონ სახლში დაბრუნება. ქალაქის სკოლებში კი, შეუფერხებლად მიმდინარეობს მეცადინეობა”.