როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა “ზუგდიდელებთან” საუბარში აღნიშნა, მიმდინარე წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა გამოსცემს მუნიციპალიტეტის გაზეთს, რომლის შინაარსი, ძირითადად, მუნიციპალიტეტის 48 ერთეულისგან მიღებული ინფორმაციით შეივსება.
როგორც სამსახურის უფროსი ამბობს-უკვე მომზადებულია სატენდერო წინადადება მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამ საკითხთან დაკავშირებით. გაზეთი გამოვა კვარტალში ერთხელ, მისი ტირაჟი 25 ათასი იქნება. შესყიდვის ღირებულება 12.480 ლარს შეადგენს. რადგანაც ზუგდიდში არ არის სტამბა, გაზეთი დაკაბადონდება და დაიბეჭდება თბილისის იმ სტამბაში, რომელიც ტენდერს მოიგებს.