ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში, გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში, გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა.

აღნიშნული გზა რუხსა და ახალაბასთუმანს დააკავშირებს ერთმანეთთან (მეუნარგიას, სხულუხიას და ჭავჭავაძის ქუჩები).

ახალაბასთუმანში გზა წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო და მოსახლეობას პრობლემას უქმნიდა.

ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით.

პროექტის ღირებულება 4 600 000 ლარამდეა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.