ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მომავალ პრეზიდენტს, 12 საათისთვის 18148 ამომრჩეველმა მისცა ხმა


ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, 12 საათის მონაცემებით, ზუგდიდში, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩევლის 15,05%-მა მიიღო, რაც ნიშნავს 18148 ამომრჩეველს. “არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, პატარა გადაცდომებია, რაც კენჭისყრის შედეგებზე გავლენას არ იქონიებს.”დღეს, საქართველოს მოსახლეობა, ქვეყნის მე-5 პრეზიდენტს ირჩევს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 120616 ამომრჩეველია.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!