დღევანდელ სხდომაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო, 50 წევრის ნაცვლად, 49 წევრით იქნება წარმოდგენილი. ავტოკატასტროფაში დაიღუპა ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” თამაზ ჟორჟოლიანი. როგორც მედიასთან ზუგდიდის საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა განმარტა, ცაიშს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევის შესაძლებლობა, არსებული კანონმდებლობით, მომავალი წლის გაზაფხულამდე არ მიეცემა.