ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გაიზარდა


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მაიზერ ნანავას ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2 მილიონ 149 ათასი ლარით გაიზარდა. აღნიშნული თანხა რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო.  

საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, 2 მილიონ 100 ლარი გზების რეაბილიტაციისთვის არის გამოყოფილი. მთლიანობაში, ბიუჯეტი ხდება 27 მილიონ 149 ათასი ლარი. ამ სკითხთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განმარტება გააკეთა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო განყოფილების უფროსმა ნანი მიქენაიამ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=myOXWCMCvpM[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!