- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ფილტვის კიბოს ადრეული გამოვლენის ქვეპროგრამის განხორციელებას იწყებს.
უწყების ცნობით, ქვეპროგრამით სარგებლობა შეეძლებათ 50-დან 70 წლის ჩათვლით მაღალი რისკის მქონე პირებს.
სამედიცინო მომსახურება მოიცავს პულმონოლოგის კონსულტაციასა და ფილტვის დაბალდოზირებულ კომპიუტერულ ტომოგრაფიას.
