- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მისამართი: ქ. ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი №45) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის“ პროექტი მომზადებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ XII თავის შესაბამისად და განსაზღვრავს 2026 წლის განმავლობაში მისაღები შემოსულობებისა და გასაწევი გადასახდელების მაჩვენებლებს.
“ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია. ასევე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაში.
პროექტი შესწავლილ და განხილულ იქნება საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებში:
1. ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია – 19 ნოემბერი 14:00 საათი;
2. განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხთა საკითხთა კომისია – 20 ნოემბერი, 15 საათი;
3. ფრაქცია „ხალხის ძალა“ – 21 ნოემბერი, 13:00 საათი;
4. ფრაქცია „ქართული ოცნება-დამოკრატიული საქართველო“ – 21 ნოემბერი, 15:00 საათი;
5. საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა და იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა – 24 ნოემბერი, 12:00 საათი;
6. ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია – 24 ნოემბერი, 15:00 საათი.
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ნახვა შესაძლებელია საკრებულოს ვებგვერდზე:
https://zugdidi.gov.ge/ka/content/912/biujetis-proeqti
დაინტერესებული პირების მიერ მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენა შესაძლებელია არა უგვიანეს 24 ნოემბრის 18:00 საათამდე საკრებულოს აპარატში.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.
მისამართი: ქ. ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი №45.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებასთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომა გაიმართება არაუგვიანეს 31 დეკემბრისა.
