- ზუგდიდის მუნიციალური ტრანსპორტი განცხადებას ავრცელებს: “მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაცია გაცნობებთ რომ, ხვალ, 04 ივნისიდან, უბილეთოდ მგზავრობა იწვევს პირის დაჯარიმებას. მუნიციპალურ ავტობუსებში მგზავრთა მონიტორინგის სამსახური პატრულირებს, რომელიც გამოავლენს უბილეთო მგზავრს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად ჯარიმის ოდენობა 20 ლარს შეადგენს, რომელიც უნდა დაიფაროს 30 დღის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმის თანხას დაემატება საურავი 40 ლარის ოდენობით. “-აღნშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.