- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარე უნდა აერჩიათ ისევ გადაიდო. სხდომა დატოვა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”.
“ჩვენმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, დღეს კენჭისყრაში არ მიიღოს მონაწილეობა და დატოვოს დარბაზი. ეს არის ერთგვარი კრიზისის მოცემულობა და ეს კრიზისი ბუნებრივია შეიქმნა არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მიერ და კონკრეტულად პოლიტიკური გუნდის “ქართული ოცნების” მიერ. კონკრეტულად არ მინდა პერსონიფიცირება, ეს მოხდა ვისი და რის გამო მოხდა, ეს მოხდა მთლიანად სისტემის გამო, რომელმაც პირდაპირი გაგებით წაგვართვა მანდატი და ამან შეგვიყვანა ჩიხში, რომლეშიც დღეს იმყოფება საკრებულო, რომლეიც ნამდვლად არ არის ზუგდიდელი საზოგადოების დაკვეთა. იმედია, მომავალი სხდომისათვის საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენ მივიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებას.” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა თემურ ბასილაიამ.
“ნაციონალური მოძრაობის” მიერ, სხდომის დატოვების შემდეგ, ქვორუმი ვერ შედგა, ვინაიდან, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დეპუტატი, საკრებულოს დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა.
საკრებულოს სხდომა ისევ ერთი კვირით გადაიდო.