- ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე, მთავარი ნაძვის ხე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ საზეიმოდ აანთო და მოქალაქეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ:
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული მუსიკალურ-თეატრალური სტუდია ,,რიბი-რაბო”,
მუსიკალური სტუდია ,,რეტრო”,
სახელოვნებო სკოლების გაერთიანების საგუნდო-სამუსიკო სკოლის აკადემიური გუნდი,
ეპარქიასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი,,ხარება”,
ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრთან არსებული ბენდი ,,ბოლო ოთახი”.
ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.