ზუგდიდის მერობის ნაცნობი და უცნობი კანდიდატები

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მერის არჩევითი პოსტის დასაკავებლად  და რიგგარეშე არჩევნებში კენჭის საყრელად, 16 კანდიდატი დარეგისტრირდა.
  • ჩვენი კოლეგა საინფორმაციო პორტალების ნიუსებიდან ჩანს, თავისუფალი და ღია ურთიერთობა მედიასთან, განსაკუთრებით იმ კანდიდატებს უჭირთ, ვისაც ზუგდიდელები არამცთუ კარგად იცნობენ, მათი სახელი და გვარიც რომ არ გაუგიათ. მაგრამ ეს არაფერი, მერობის კანდიდატების სურვილი, არჩეულიქნან ზუგდიდის მერად ორ წელიწადზე ნაკლები დროით, პატივსაცემია. სწორედ ამ გრძნობით, შეეხმიანა “ზუგდიდელები” იმ კანდიდატებს, რომლებიც ზუგდიდელი ამომრჩევლისთვის ახალი სახეები არიან.

არ შევხმიანებივართ:

გეგა შენგელიას, მისი პიარი, ამ კანდიდატის ყოველდღიურ ცხოვრებას სოციალურ ქსელებში და სოციალურ ქსელებში შექმნილ საგანგებო ჯგუფში, შესაშური ოპერატიულობით აქვეყნებს.

სანდრა რუსლოვსი, ადგილობრივ მედიას იშვიათად აუწყებს, მაგრამ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი სახეები, სხვადასხვა აქტივობებით,  მისი დავიწყების საშუალებას არ გვაძლევენ.

თენგიზ ჯგუშია თავად ურეკავს საინფორმაციო საშუალებების ჟურნალისტებს და იწვევს შეხვედრებზე. იმავდროულად, ამ შეხვედრებიდან, სოციალურ ქსელებში “ლაივით” ჩნდება.

 ზვიად სიჭინავა, ჯერ-ჯერობით, არ აქტიურობს, მაგრამ მას მედიასთან ურთიერთობის პრობლემა არც მერის წინა არჩევნებში ჰქონდა და ალბათ არც მიმდინარეში ექნება. ყოველ შემთხვევაში, ზუგდიდელებისათვის საკმაოდ ცნობილი სახეა და მერის თანამდებობაზე მისი სამომავლო გეგმები გასაგებია.

გოგიტა ბიგვავაც არაერთგზის ყოფილა მერობის მსურველი და შეიძლება ითქვს, ჩვენ თვალწინ გაზრდილი ახალგაზრდა კაცია.

  • მაგრამ ვინ არიან და რას გააკეთებენ მერის თანამდებობაზე კანონით განსაზღვრულ მცირე დროში, 2021 წლის ოქტომბრმდე, მერობის დანარჩენი კანდიდატები, რას მიიჩნევენ პრიორიტეტად მერის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, რა თქმა უნდა, საკითხავიცაა და საინტერესოც.

ჩვენ, ჩვენთვის უცნობი სახე კანდიდატები მოვიძიეთ სოციალურ ქსელებში, მაგრამ, უმრავლეს შემთხვევაში, წარუმატებლად. დახმარება ვითხოვეთ საოლქო-საარჩევნო კომისიაში, სადაც წესების მკაცრი დაცვით, უფლება მოგვცეს,  გვენახა და გადაგვეღო მერობის მსურველთა სურათები, რომლითაც ისინი დარეგისტრირებული არიან საოლქო-საარჩევნო კომისიაში.  კანდიდატების ფოტოები, სამწუხაროდ,  უხარისხოა, ჩვენი გადაღებული ფოტოასლები კი,  ბუნებრივია, უფრო უხარისხო, რისთვისაც ბოდიშს ვუხდით მათ და ჩვენს მკითხველებსაც. იმედია, მერობის კანდიდატები,  თავიანთი პროგრამებით, მალე გამოჩნდებიან ზუგდიდელი ამომრჩევლების წინაშე და მედიასაც ექნება საშუალება მათი უკეთესი ფოტოები დაბეჭდოს.

  • ანუ… ფოტოები და სატელეფონო ამბები ზუგდიდის მერობის 11 კანდიდატზე:

პაატა პირტახია– “თავისუფლება, ზვიად გამსახურდიას გზა”-#31:  “-მე მარტვილიდან გახლავართ, სოფელ თამაკონიდან. ადგილობრივი საკრებულოს წევრი ვიყავი 2014 წელს, მანამდე, “საქართველოს ფოსტაში” ვმუშაობდი. საკრებულოში, დამოუკიდებელი დეპუტატი ვიყავი, გავაკეთე ფრაქცია “თავისუფლება, ზვიად გამსახ

ურდიას გზა”, პოლიტიკურად ურთიერთობა მქონდა ბატონ კონსტანტინე გამსხურდიასთან, პარტიისგან მქონდა მხარდაჭერა და სიმბოლურად მივიღე გადაწყვეტილება, ზუგდიდში მერად დავრეგისტრირებულიყავი. ვნახოთ, როგორ  განვითარდება მოვლენები. ჩემთვის პრიორიტეტული იქნება ინფრასტრუქტურა. 63 მილიონია ზუგდიდის ბიუჯეტი და რატომ არ უნდა დაიხარჯოს ხალხზე, მაინც და მაინც ხელფასებზე, პრემიებზე უნდა იხარჯებოდეს? არცერთ პარტიასთან ცუდი ურთიერთობა არ მაქვს, ხალხისთვის კარგი გააკეთონ და მხარში დავუდგები რითაც შემიძლია. ზუგდიდში რამდენჯერმე ჩამოვედი, მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული, მაგრამ მე მაინც მოვახერხე ჩამოსვლა. შევხვდი ზუგდიდელებს, ვესაუბრე მათ. ზუგდიდში ბევრი ნათესავი, ახლობელი მყავს. ახლა, წინასააღდგომო სიტუაციაა და არ მინდა ხალხი შევაწუხო, აღდგომის შემდეგ ისევ ჩავალ ზუგდიდში და ზუგდიდელებთან შეხვედრას განვაგრძობ”.

დათა გაბეჩავა, -“ახალი ქრისტიან დემოკრატები”-#23-კანდიდატმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

 

 

მალხაზ ლეჟავა,-“საქართველო ძალოვან ვეტერნათა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”-#33,- მერობის კანდიდატის ნომერი რეგისტრირებული არ არის.

 

 

შავლეგი თოდუა, -“დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”-#8. მერობის კანდიდატმა გვითხრა, რომ მასთან სალაპარაკოდ ოფისში მივსულვიყავით. “ოფისში ხალხი მყავს, აქ მობრძანდით, ტელეფონით რა გელაპარაკოთ, მე და თქვენ რომ ვლაპარაკობთ გვისმენს “სხვა ვიღაცეები”, სჯობია, ჩემთან მობრძანდეთ, გავიცნოთ ერთმანეთი”. როცა ვკითხეთ ოფისის მისამართი,  ტელეფონი გამოგვირთო.

გიორგი ჩიაშვილი -“ეროვნულ დემოკრატიული პარტია”-#38.- მერობის კანდიდატმა ჩვენს ზარს თავიდან უპასუხა, გვთხოვა მოგვიანებით დაგვერეკა, თუმცა “მოგვიანებით” არ გვიპასუხა.

 

ალექსი ნონიაძე, -პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველო”-#27. – “ჩვენი პოლიტიკური ძალა  გაწევრიანებულია გაერთიანებულ ოპოზიციაში “ძალა ერთობაშია”. ჩვენი მიზანი ერთია, მშვიდობიანი გზით,  მთავრობა “ქართული ოცნება” გავისტუმროთ სახლში. ჩვენი მიზნები, ამოცანები თავიდან ბოლომდე ემთხვევა გაერთიანებული ოპოზიციის მიზნებს და ამოცანებს. ზუგდიდში პრობლემები ბევრია, განსაკუთრებულად ყურადსაღებია სოციალური პრობლემები, პრობლემებია ინფრასტრუქტურაში, განათლებაში, სკოლამდელ აღზრდაში.  ვეცდებით, მაქსიმალურად ეს პრობლემები მოვაგვაროთ. ჩვენი მიზნები და გეგმები აუცილებლად იქნება გაცნობილი ზუგდიდელებისთვის”.

დავით თორდია, -“საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი”-#44. -“ტელეფონით ინტერვიუს არ ვიძლევი. მალე, დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას, შეგიძლიათ მობრძანდეთ ოფისში, ან სადაც მნახავთ იქ და ჩაგეწერებით”.

 

მამუკა გერმანიშვილი, -“მოძრაობა სახელწიფო ხალხისთვის”-#1, -მერობის კანდიდატმა გვიპასუხა სატელეფონო ზარზე, გვითხრა შეხვედრაზე ვარ და მოგვიანებით დაგვიკავშირდითო, მაგრამ მან ჩვენს ზარებს შემდეგ არ უპასუხა.

 

ნანი ხუციძე -“ქრისტიან-კონსერვატორები”. -#39, -“რადგან გადავწყვიტე მერად მეყარა კენჭი, ე.ი. მე ჩემი საარჩევნო პროგრამა მაქვს. პროგრამის ფარგლებში, ვმოქმედებ. მე თვითონ გადავწყვეტ როდის გავაცნო ზუგდიდელებს ჩვენი საარჩევნო პროგრამა. ვაპირებ, შევხვდე ზუგდიდელებს და გავაცნო ჩემი და ჩვენი საარჩევნო პროგრამა და ამის შესახებ თქვენც გაიგებთ.”

სოფიო კანდელაკი -“თავისუფალი საქართველო”-#9,-მერობის კანდიდატმა ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

 

 

ლიკა ბუკია -“მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის.” #21. -“ახლა დაკავებული ვარ,  ძალიან დიდი ბოდიში სამსახურში ვარ, ცოტახანში გადმომირეკეთ, ეხლა არ მცალია.”

 

 

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.