- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი (გეგა) შენგელია კორონავირუსისაგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა.
“კორონავირუსისგან გამოვჯანმრთელდი. მუშაობის ჩვეულ რეჟიმს ვუბრუნდები. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ!”-წერს მერი.
კორონავირუსის დადასტურების შესახებ ზუგდიდის მერმა 11 ნოემბერს დაწერა სოციალურ ქსელში.