ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანლის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, მოქალაქეებთან შეხვედრის ახალ ფორმატს იწყებს.
ლაშა გოგია, ყოველ სამშაბათს, 11:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე, მოქალაქეებს, მოადგილეებთან და სამსახურის უფროსებთან ერთად შეხვდება.”მივიღე გადაწყვეტილება მოქალაქეებს მოადგილეებთან და სამსახურის უფროსებთან ერთად შევხვდე, ვინაიდან ბევრი მოქალაქე სხვადასხვა პრობლემით მოდის ჩემთან და ყველა საკითხზე კომპეტენტური პასუხი და რეაგირებაა საჭირო“-აღნიშნა ლაშა გოგიამ.