ზუგდიდის მერი ანგარიშს აბარებს


რამდენიმე წუთის წინ, დამთავრდა ზუგდიდის მერის ანგარიში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. ირაკლი გოგოხიამ მერის საქმიანობის ერთი წლის ანგარიში ჩააბარა ფართო საზოგადოებას, იმ ადამიანებს, ვინც მისი ანგარიში ვერ მოისმინა რამდენიმე დღის წინ ქალაქის საკრებულოს სხდომაზე.

დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცა თვალი მიედევნებია ვიდეოსლაიდებისათვის, რომელშიც ასახული იყო გასულ წელს შესრულებული პროექტები.

მერის ანგარიშში მოხვდა მთელი რიგი საკითხები,  ქალაქის წყალმომარაგების, მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მშენებლობის დასრულებისა და მისი მატერიალურ-ტექნიკურად აღჭურვის,  სანიაღვრე არხების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გარეაგანათების შესახებ. საუბარი შეეხო თეატრის თემას,-მერის თქმით, ექსპერტები თეატრის შენობის ვარგისიანობის შესახებ განცხადებას ერთ კვირაში გააკეთებენ. მერის ანგარიშში მოხვდა პრობლემები, რომელიც არსებობს საბავშვო ბაღებში.

ანგარიშის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. წამოწეულიქნა არაერთი საჭირბოროტო თემა.

მერის ანგარიშს ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიის წარმომადგენლები და მოქალაქეები, რომლებიც სამოქალაქო აქტივობას იჩენენ.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!