ზუგდიდის მერიის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა


  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან 3 მერიის თანამშრომელია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ მერია ნაწილობრივ მანამდეც დისტანციურ რეჟიმზე მუშაობდა, ახლაც ადგილზე თანამშრომელთა მხოლოდ 30% იმყოფება.
“შესაბამისად, ამ თანამშრომლების კონტაქტები არის მინიმალური, თუმცა ჩვენ ვატარებთ ყველა ზომას რათა მაქსიმალურად მოხდეს ყველა შემთხვევის გამოვლენა. უტარდებათ თანამშრომლებს ტესტირება, ასევე ხდება ადმინისტრაციული შენობის დეზინფექცია. ეს პროცესი პერმანენტულად ხორციელდებოდა და ეხლა კიდევ უფრო დიდ მაშტაბებს შეიძენს”,-განაცხადა ზუგდიდის მერმა.
22 სექტემბერს, ზუგდიდში კორონავირუსის 2 შემთხვევა გამოვლინდა. ერთი 50 წლამდე მამაკაცი ოქროს ბირჟაზე მუშაობს, მეორე კი, 72 წლის ქალია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

13 − 1 =

Akismet ანტისპამი