ზუგდიდის მერიამ 32 ახალგაზრდას საზღვარგარეთ განათლების მიღებაში მხარდაჭერა გაუწია


  • ზუგდიდის მერიის ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის კომისია ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა.  

დღეს გამართულ კომისიაზე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამით 7 ახალგაზრდა დაფინანსდა.

2023 წელს ჯამში აღნიშნული პროგრამით 32-მა ახალგაზრდამ ისარგებლა.

ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებულია:

  • ახალგაზრდების (სტუდენტების) ფინანსური ხელშეწყობა – მერის სტიპენდია;
  • ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა;
  • არაფორმალური განათლებისა და პროფესიული შესაძლებლობების განვითარების ფინანსური ხელშეწყობა;

საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ, ჰუმანიტარულ და ტექნოლოგიურ სფეროებში განსაკუთრებული შესაძლებლობების და მიღწევების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

2 × four =

Akismet ანტისპამი