ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის საპარლამენტო კომენტარს მედია აფიქსირებს


  • “ინტერპრესნიუსი” თავის ერთ-ერთ ინფორმაციაში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ჩიქოვანის საპარლამენტო კომენტარს აფიქსირებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატ არმაზ ახვლედიანის განცხადებაზე: “ქართული ოცნება” 2024 წლისთვის ემზადება, რომ “მოწმენდილი ველი იყოს”.

ირაკლი ჩიქოვანმა დასვა კითხვა. “არის თუ არა რუსული საქმე, როდესაც 2020 წლიდან სხვას არაფერს ვხედავდით, რომ ამ ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების საბოტაჟი ხდებოდა”.

„ბატონი არმაზი მოგვიწოდებს და გვეუბნება, თითქოს ჩვენ 2024-ისთვის ვემზადებით, რომ მოწმენდილი ველი იყოს, ბატონო არმაზ, დამიჯერეთ, ისეთ ვითარებაშია დღეს ოპოზიცია, მოსაწმენდი იქ არაფერი აღარ არის. მეორე მხრივ გეტყვით იმას, რომ მაშინ, როდესაც ლეგიტიმურ არჩევნებს, რომელიც აღიარებული იყო საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე და როდესაც ეს ბატონები და ქალბატონები, განსაკუთრებით “ნაციონალური მოძრაობა”, რომლის კლოუნი ლიდერი დღეს აქ დახტოდა ჭინკასავით, საბოტაჟს უწევდა პარლამენტს. არის თუ არა ეს რუსული საქმე?“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!