ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ოთხი პაციენტის პასუხს ელოდებიან


  • ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ექიმ-ინფექციონისტის დალი დარახველიძეს ინფორმაციით, გუშინ, თვითიზოლაციიდან გადაყვანილი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და პასუხს დღეს ელოდებიან.

პაციენტებს, რომელთა შორის ერთი თვის ჩვილიცაა, თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ. ისინი საქართველოში 18 მარტს ჩამოვიდნენ და თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ექვსი პაციენტი რჩება. მათ შორის ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა, ხოლო მამაკაცს, რომელიც ანაკლიის საკარანტინო ზონიდან გადმოიყვანეს საავადმყოფოდან დღეს გაწერენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!