- ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ექიმ-ინფექციონისტის დალი დარახველიძეს ინფორმაციით, გუშინ, თვითიზოლაციიდან გადაყვანილი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და პასუხს დღეს ელოდებიან.
პაციენტებს, რომელთა შორის ერთი თვის ჩვილიცაა, თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ. ისინი საქართველოში 18 მარტს ჩამოვიდნენ და თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ექვსი პაციენტი რჩება. მათ შორის ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა, ხოლო მამაკაცს, რომელიც ანაკლიის საკარანტინო ზონიდან გადმოიყვანეს საავადმყოფოდან დღეს გაწერენ.