ცვლილებები ინფექციურ საავადმყოფოში


“ლაივპრესმა” გამოაქვეყნა   ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს 100 პროცენტიანი წილის მფლობელის ლია ჯანაშვილის მიმართვა ზუგდიდელებისადმი. საინფორმაციო პორტალი  “ზუგდიდელები.გე” გთვაზობთ ამ მიმართვის ტექსტს.

“მოგესალმებით, მე გახლავართ კომპანია „ბლოკ ჯორჯიას“ წარმომადგენელი, რომელიც არის ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს 100 პროცენტიანი წილის კანონიერი მფლობელი. მფლობელმა გადწყვიტა რომ, გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა, მენეჯმენტი და მიწოდებული სამედიცინო სერვისების ხარისხი. ხარჯების კონტროლის მიზნით კომერციული დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ბატონი ზაზა ფიფია, ხოლო ქალბატონი მადონა სართანია გადაყვანილ იქნა სამედიცინო მენეჯერის თანამდებობაზე, რაზედაც ის ინფორმირებული იყო. აღნიშნული ფაქტი მიუღებელი აღმოჩნდა ყოფილი დირექტორისთვის და მის მიერ შეცდომაში იქნენ შეყვანილი კოლექტივი და პაციენტები, რომლებსაც არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ ჩვენი მხრიდან. რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს, რაზედაც ღიად ვსაუბრობთ ხელისუფლების წარმომადგენლებთან, შენობის განახლება მოხდება ეტაპობრივად ისე, რომ არ შეფერხდეს მოსახლეობისათვის და პაციენტებისათვის საჭირო სერვისების მიწოდება. უფრო მეტიც, იგეგმება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტში ჩართვა, რისთვისაც კლინიკამ სოლიდური რეინვესტიცია განახორციელა, ხოლო სამინისტროს მიერ გადამზადდა სამედიცინო პერსონალი. იმედი მაქვს, სამეგრელოს მოსახლეობისათვის მისაღებია რეგიონში კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკის არსებობა. დარწმუნებული ვართ, რომ ინფექციური საავადმყოფოს პერსონალი გაგებით შეხვდება და ხელს არ შეუშლის ამ სასიკეთო პროექტების განხორციელებას.

პატივისცემით,

ლია ჯანაშვილი”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.