ქართული თეატრის კვლევის ცენტრი: ზუგდიდის თეატრს რეიტინგების მკვეთრი ზრდა აქვს


  • ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა ქართული თეატრის 2022 -2023 წლის საქმიანობის სტატისტიკური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

კვლევის მიხედვით, ზუგდიდის თეატრში, წლის განმავლობაში, გაზრდილია წარმოდგენების, ასევე გაყიდული ბილეთების და დამსწრე მაყურებლის რაოდენობა. ასევე მომატებულია ახალი სპექტაკლების სტატისტიკაც.

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ინფორმაციით, რეიტინგების მკვეთრი ზრდა, მათი დაუღალავი შრომის, მონდომების და მაყურებლის ერთგულების შედეგია.

“მადლობა ჩვენს ძვირფას მაყურებელს. დროებითი თავშესაფრის და მწირი შესაძლებლობების ფონზე საკმაოდ დამაჯერებელი შედეგებია. ჩვენ ვშრომობთ თქვენთვის და ზუგდიდში კულტურული ცხოვრების განვითარებისთვის. ძალიან მალე თანამედროვე სტანდარტების ახალი თეატრის შენობის გახსნასაც ვიზეიმებთ”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!