ზუგდიდის თეატრმა 150–ე სეზონი გახსნა


ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი 150 წლისაა. თატრმა იუბილისთვის თბილისიდან მოწვეულმა რეჟისორმა სანდრო ეგაძემ, კიტა ბუაჩიძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი”ეზოში ავი ძაღლია” შესთავაზა მაყურებელს. 

პრემიერა შედგა რაიონის ყოფილი კულტურის სახლში, სადაც დროებით დაიდებს ბინას, სანამ თეატრის შენობას რეკონსტრუქცია უტარდება. სპექტაკლის დაწყებამდე ნაჩვენები იქნა პერფომანსი და სტუმრებს თეატრის მოკლე ისტორია გააცნეს. სპექტაკლის დაწყებამდე მაყურებელს მიესალმა ზუგდიდის თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგე ნიკა წულუკიძე. მისი განმარტებით, ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ზუგდიდის თეატრს ჰქონდეს კარგი თეატრალური მომავალი. რეჟისორმა სანდრო ეგაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თეატრს არაჩვეულებრივი დასი და მაყურებელი ჰყავს. მსახიობმა მარინა დარასელიამ აღნიშნა, რომ ემოციებისგან თითქოს ერთი წამით “გაითიშა”. “გიჟური რეპეტიციები გვქონდა, ემოციები ძალიან დიდია, მინდა ყველას მადლობა გითხრათ”.IMG_3564

სპექტაკლს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!