- საცხენოსნო შეჯიბრებების სეზონი, ოირემეში, “ზუგდიდის დიდი თასი-2025“-ით დაიხურა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრებაში, სხვადასხვა საცხენოსნო კლუბები იღებდნენ მონაწილეობას. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო, მედლები და თასები გადაეცათ.
ღონისძიება ზუგდიდის მერიისა და მეღვინეობა ,,ხარებას“ მხარდაჭერით, ზუგდიდის საცხენოსნო კლუბ. ,,ხარებასა“ და საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.



