- საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების ადმინისტრაციამ ზუგდიდის დადიანების სასახლეებში ცეცხლსასროლი და ცივი ისტორიული იარაღის კოლექციისთვის თანამედროვე სტელაჟების მოწყობა დაასრულა.
როგორც საქართველოს ხელოვნების სასახლის – კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია თავის ფეისბუქგვერდზე წერს, უნიკალური კოლექცია უკვე განთავსდა შესაბამისი სამუზეუმო სტანდარტებისა და წესების დაცვით.
ამასთანავე, სტელაჟების მოწყობის პარალელურად, უკვე დაწყებულია იარაღის კოლექციის გამორჩეული ნიმუშების რესტავრაციის პროცესიც.
