ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დღეს (ფოტოები)


  • ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ბოტანიკურ ბაღში, ამ ეტაპზე, ხდება შიდა ბილიკების მოწყობა, გარეგანათების ბოძების, დამონტაჟება და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა. “ზუგდიდელები” ბოტანიკურ ბაღს ეწვია და დაათვალიერა სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილის გიორგი ლაგვილავას თქმით, “ბოტანიკური ბაღში, მთელ პერიმეტრზე, შეიცვალა ღობე, ასევე დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციები, გაყვანილია სადრენაჟო და სანიაღვრე სისტემა. დასრულებულია მებაღის სახლის, დამხმარე ნაგეობების, ორანჟერეას,  საზოგადოებრივი საპირფარეშოების, დაცვის და სალარო ჯიხურების მშენებლობა და ტბორების მოპირკეთება. ეტაპობრივად, ირგვება ახალი მცენარეები”.

გიორგი ლაგვილავამ გვითხრა, რომ  ბოტანიკურ ბაღს ერთ-ერთმა ზუგდიდელმა მოქალაქემ, საჩუქრად გადასცა პოდოკარპუსისა და კიპარისის ჯიშის ხეები. მისი ინფორმაციით,  ბოტანიკურ ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით ოქტომბრის თვეში დასრულდება.

პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ახორციელებენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!