ზუგდიდის ბიუჯეტიდან ფული მორჩენილა?


ქალაქ ზუგდიდის 2015 წლის ბიუჯეტი 104,1 ათასი ლარით შემცირდა. აღნიშნული თანხა ცენტრალურმა ბიუჯეტმა უკან დაიბრუნა. ცვლილებები ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ დღეს დაამტკიცა.  ზუგდიდის 2015 წლის ბიუჯეტი ახლა ცხრამეტი მილიონ ექვსას ცამეტი ათას სამას ლარია. კონკრეტულად ცენტრალურ ბიუჯეტში გასაგზავნი თანხა მოაკლდა ქალაქ ზუგდიდში საბავშვო ბაღების რეკონსტრუქციისთვის განკუთვნილ ფინანსებს – 24, 6 ათასი ლარის ოდენობით და ყინულის მშენებლობის პროექტს 79,5 ათასი ლარის ოდენობით.

ზუგდიდს ბიუჯეტSი მომხდარ ცვლილებებს ასე განმარტავენ:

 

გიორგი თ ოდუა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე:„ეკონომიის შედეგად დარჩენილი თანხა უკან ბრუნდება და ჩვენ ისევ წარვადგენთ პროექტებს და მისთვის საჭირო თანხა დაგვიბრუნდება უკან.  ჩვეულებრივი პროცედურაა, მორჩენილი თანხა უკან ბრუნდება .”

კახა ფარცვანია, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე: „ ერთი კონკრეტული პროექტიდან მოხდა ეკონომია. ეს მოხდა არა იმიტომ, რომ ჩვენ მუნიციპალიტეტმა დავზოგეთ თანხა, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ტენდერში მონაწილე კომპანიების კონკურენციის შედეგად მიღებული ეკონომიით დარჩენილი თანხა“.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.