- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი შენგელიას განმარტებით, გააგრძელებს თუ არა ზუგდიდის ბაზარი ფუნქციონირებას, ამ საკითხზე დღეს, სპეციალური შტაბის გაერთიანებულ სხდომაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ.
“დღეს, ადმინისტრაციის დახმარებით მოხდება ხმოვანი სიგნალების გავრცელება მეწარმეების მიმართ, რათა მათ მაქსიმალურად დაიცვან დისტანცია და ერთმანეთს არ შეუქნან საფრთხე. ასევე მიმდინარეობს სურსათის განთავსებაზე კონტროლი, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენაციით ხდება. ბუნებრივია ბაზარში შეიძლება შეიმჩნეოდეს შიგადაშიგ ხალხმრავლობა, მაგრამ პროცესის დარეგულირებაში ჩვენი მოხალისეებიც აქტიურად არიან ჩართული“, – განაცხადა მერმა ჟურნალისტებთან საუბარში.