ზუგდიდის ბაზარში დაპირისპირება გრძელდება


ამ წუთებში, შპს “ცენტრალური სუპერმარკეტის” ტერიტორიაზე  ბაზრის იმ ნაწილის მოვაჭრეები შეიკრიბნენ, რომელიც კომპანია “ლონდასტერს” მიეკუთვნა ტენდერში გამარჯვების შემდეგ. მოვაჭრეები ეჭვობენ, რომ ამ საღამოს არის დაგეგმილი იმ რკინის კონსტრუქციების დემონტაჟი, სადაც ისინი წლების განმავლობაში ვაჭრობდნენ. “ლონდასტერის” წარმომადგენლებმა დააპირეს კონსტრუქციების დემონტაჟი, მაგრამ მოვაჭრე ქალების წინააღმდეგობის შემდეგ იძულებული გახდნენ შეეწყვიტათ რკინის დახლების აჭრა.

როგორც სარწმუნო წყარომ აცნობა “ზუგდიდელებს”,  ამ წუთებში, მოვაჭრეებთან იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც მერიის წარმომადგენლებად წარუდგნენ მათ და აწარმოებებენ მოვაჭრეებთან მოლაპარაკებას.

.მოვაჭრე ქალები აპირებენ მთელი ღამე იფხიზლონ, დარჩენ ბაზრის ტერიტორიაზე და არ დაუშვან კონსტრუქციის დემონტაჟი.

ამ დილით, საპროტესტო აქცია გამართეს და ბაზრის მიმდებარე გზა გადაკეტეს შ.პ.ს. „სუპერმარკეტში“ მოვაჭრე ქალბატონებმა. ბაზარში მოვაჭრე 52 ქალბატონი ისევ აპროტესტებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიის „ლონდასტერის’’ შემოსვლას და  სავაჭრო დახლების  დემონტაჟს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

მოვაჭრეებმა „ზუგდიდელებთან’’ განაცხადეს: „ამ დილით მერიაში ვიმყოფებოდით, გვინდოდა ქალაქის მერს შევხვედროდით, მაგრამ არ დაგხვდა, გვითხრეს მივლინებით არისო წასული. მერის ნაცვლად სხვა შეგხვდა და კონკრეტული პასუხი  არ გაუცია, გვითხრეს ორი დღე არ მოხდება დემონტაჟიო.”


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!