ზუგდიდის ახალ მერს უფლებამოსილება 2021 წლამდე ექნება


აზრთა სხვადასხვაობის გამო, “ზუგდიდელებმა” ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მიმართა შეკითხვით, განემარტა, რა დროით გაგრძელდებოდა მუნიციპალიტეტის ახალი, რიგგარეშე არჩევნებით არჩეული მერის უფლებამოსილება, რომელიც ფაქტობრივად, გააგრძელებს 2017 წლის ოქტომბეში არჩეული და 2018 წელს უფლებამოსილებაშეწყვეტილი მერის მოვალეობას. როგორც ცესკო, აცხადებს, ახალ, არჩეულ მერს, ამ თანამდებობაზე, უფლებამოსილება შეუწყდება 2021 წლის ოქტომბერში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე.
” მუხლის 169.2. მერის რიგგარეშე არჩევნები
1. მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს ცესკო
განკარგულებით. არჩევნები ტარდება არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა. არჩევნების დღემდე
არაუგვიანეს 49-ე დღისა ცესკო განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს.
2. მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები ტარდება მაისში ან
ოქტომბერში, ამ კანონით დადგენილი წესით. თუ მერს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე
შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ მერს უფლებამოსილება 15
ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა − უახლოეს მაისში. მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების
წელს მერის რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება.

2.1. ამ   მუხლის   პირველი   და   მე-2   პუნქტებით   დადგენილი   წესები არ ვრცელდება ამ კანონის 154.1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.
3. რიგგარეშე არჩევნებში მერი აირჩევა შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების
დარჩენილი ვადით.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!