“ზუგდიდდასუფთავება” სატრანსპორტო მომსახურებაზე


  • ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ბალანსზე ირიცხება სხვადასხვა მარკის და ტვირთამწეობის 49 ერთეული სპეციალური სატრანსპორტო საშუალება. ტრანსპორტის მომსახურებაზე “ზუგდიდელებთან” საუბრობს “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” დირექტორის მოადგილე ტრანსპორტის დარგში გენო ბენდელიანი, “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” სატრანსპორტო განყოფილების უფროსი, ნიკოლოზ კუხალეიშვილი, ზუგდიდდასუფთავების ცენტრის სატრანსპორტო განყოფილების დისპეტჩერი თენგიზ გოგოლიშვილი, სატრანსპორტო განყოფილების წამყვანი სპეციალისტი ბესარიონ ჯანაშია და “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ოპერატორი ხათუნა მესხია.

“ზუგდიდდასუფთავების” დირექტორის მოადგილე ტრანსპორტის დარგში გენო ბენდელიანი: “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი” ქალაქში ერთ-ერთი თვალსაჩინო და გამართულად მომუშავე ორგანიზაცია გახლავთ. ზუგდიდი წლებია “სუფთა ქალაქის” ტიტულს ინარჩუნებს და ეს აქ მომუშავე თითოეული ადამიანების, თითოეული ზუგდიდელის დამსახურებაა, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. რაც შეეხება, “ზუგდიდდასუფთავების” ტრანსპორტს, ქალაქს 49 ერთეული სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ემსახურება, რომელიც განრიგის მიხედვით მოძრაობს ქალაქში. დილის 7 საათიდან, წყლის მანქანით ირეცხება ქუჩები და სხვა ტერიტორიები. დამგველი მანქანებით იგვება როგორც ქუჩები, ასევე ტროტუარები. ხუთი ერთეული ტრანსპორტი ემსახურება ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლის მოწესრიგებას და დასუფთვებას. მინდა აღვნიშნო, რომ ყოველდღიურად წესრიგდება სანაპირო ზოლი და მიმდებარე ტერიტორიები.

მნიშვნელოვანი ფაქტი გახლავთ, ის რომ ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ავტოფარეხი კეთილმოეწყო. ავტოფარეხის ტერიტორიის 1005 კვადრატულ მეტრ ფართზე დაიგო ასფალტის საფარი. დაიდგა დაცვის სამსახურისა და დისპეტჩერის ოთახი, მოეწყო (დამონტაჟდა) ვიდეო სათვალთვალო მოწყობილობა (კამერები). ერთი სიტყვით, ავტოფარეხი მოწესრიგდა. სურვილი გვაქვს, ავტოფარეხის ტერიტორიაზე გავხსნათ საამქრო, სადაც მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე შეაკეთონ და მოაწესრიგონ ტრანსპორტი. უახლოეს მომავალში ვაპირებთ ერთი ერთეული ელექტრომოტოროლის შეძენას, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა იქნება.

ნიკოლოზ კუხალეიშვილი სატრანსპორტო განყოფილების უფროსი: – ჩვენი სამსახური ოპერატიულად და ეფექტურად მუშაობს. ავტროტრანსპორტის გამართულად მუშაობა, მძღოლების დროულად გამოცხადება და ადგილზე მისვლა – ეს ჩვენი სამსახურის პრეროგატივაა. საზოგადოებისთვის ცნობილი რომ იყოს, მინდა სათითაოდ ჩამოვთვალო ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ქალაქის და მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს ემსახურებიან ყოველდღიურ რეჟიმში:

2 ერთეული „მერსედესის“ მარკის 20 კუბ/მეტრის მოცულობის ნაგავმზიდი;

3 ერთეული „ფორდის“ მარკის 20 კუბ/მეტრის მოცულობის ნაგავმზიდი;

3 ერთეული “მერსედესის” მარკის 13 კუბ/ მეტრის მოცულობის ნაგავმზიდი;

3 ერთეული “ივეკოს” მარკის 13 კუბ/მეტრის მოცულობის ნაგავმზიდი;

1 ერთეული “მერსედესის” მარკის ორხიდიანი 7 კუბ/მეტრის მოცულობის ნაგავმზიდი;

2 ერთეული “მერსედესის” მარკის 4 კუბ/მეტრის მოცულობის ნაგავმზიდი;

1 ერთეული “მანის” მარკის დამგველი;

1 ერთეული “ივეკოს” მარკის დამგველი;

1 ერთეული მცირე გაბარიტის ტროტუარების დამგველი;

1 ერთეული “ივეკოს” მარკის 5კუბ/მეტრის მოცულობის სეპარირებისთვის;

1 ერთეული “ფორდის” მარკის 10 კუბ/მეტრის მოცულობის მოსარწყავი;

1 ერთეული “ისუზუს” მარკის ავტობუსი;

1 ერთეული “მერსედესის” მარკის ფურგონი;

6 ერთეული “ივეკოს” მარკის /პიკაპი/ სახაზო პერსონალისათვის, სამუშაოების ოპერატიული და ხარისხიანად შესრულებისათვის;

2 ერთეული მოტობლოკი ანაკლია-განმუხურში სანაპირო ზოლის დასუფთავებისათვის;

2 ერთეული მოტოროლერი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ლოკაციებში წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გასაზიდად;

2 ერთეული “მერსედესის” და “ფოტონის” მარკის ა/მანქანები ქალაქიდან მოხეტიალე პირუტყვის მოშორებისათვის;

1 ერთეული “JSB მარკის” ბულდოზერ ექსკევატორი;

3 ერთეული “ჯონდერის” მარკის ტრაქტორი სპეციალური აგრეგატებით ანაკლია -განმუხურის სანაპირო ზოლის დასუფთავებისათვის,

1 ერთეული “ფორდის” მარკის  10კუბ/მეტრის მოცულობის თვითმცლელი;

7 ერთეული გაზ 53 მარკის თვითმცლელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ინდ. მოსახლეობიდან კარდაკარ შემოვლის წესით ნარჩენების გაზიდვისათვის;

1 ერთეული “გაზ 53” მოსარწყავი;

1 ერთეული გაზ 53 ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან ტროტუარებზე და მაგისტრალური ქუჩების ტერიტორიებზე სტიქიურად დაყრილი ნარჩენების გასაზიდად.

1 ერთეული “სუძუკი” და 1 ერთეული “ნისან პარსაიდერი” სამსახურეობრივი დანიშნულებსისათვის;

1 ერთეული კატარღა მდ. ენგურზე ნაგავშემკრების გასაწმინდად.

11 ერთეული გაზ-53 ტიპის მანქანა ემსახურება მოსახლეობას საცხოვრებელი ადგილების მიხედვით, როგორც ქალაქში ასევე სოფლად.

აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ტრანსპორტის ეფექტურ მუშაობაზე არის დამოკიდებული მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების დროული გაზიდვა, რისთვისაც ცენტრში შედგენილია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან სპეციალური მანქანებით საყოფაცხოვრებო ნარჩენების გაზიდვის და დაგვა-დასუფთავების მომსახურების მარშრუტები, რომლის მიხედვით, ნაგავმზიდების მუშაობა და მათზე კონტროლი ხორციელდება “ჯიპიესის” სისტემის მეშვეობით. იგივე სისტემით ხორციელდება კონტროლი საწვავის ხარჯვაზე.

სამუშაოების სპეციფიურობიდან გამომდინარე, “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი” მუშაობს 24 საათიან რეჟიმში. სამუშაო იწყება დილის 7 საათზე და გრძელდება გვიან ღამემდე. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ “ზუგდიდდასუფთავების” მანქანები, კარდაკარის პრინციპით, ემსახურებიან მოქალაქეებს ყოველდღიურად, როგორც ქალაქის, ისე მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან, დაახლოებით, 200 კუბურ მეტრამდე ნარჩენი გაგვაქვს. ვფიქრობ ჩვენი მომსახურებით მოსახლეობა კმაყოფილია. ბოლო 2 წელია, რაც დაინერგა მუყაოს/ქაღალდის სეპარირებული შეგროვება და გადამუშავება, რისთვისაც გამოყოფილია შესაბამისი ტექნიკა და დანადგარები. უახლოეს მომავალში, დაიწყება პლასტმასის სეპარირებული შეგროვება და დამუშავება, რისთვისაც გამოიყოფა ახალი საჭირო სატრანსპორტო საშუალება. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ჩვენს მძღოლებს, მტვირთავ მუშებს და თითოეულ თანამშრომელს, ვინც უზარმაზარ შრომას ეწევა ყოველდღიურად ჩვენი ქალაქის სისუფთავისთვის.”

თენგიზ გოგოლიშვილი “ზუგდიდდასუფთავების” სატრანსპორტო განყოფილების დისპეტჩერი: “- ზუგდიდდასუფთავება ემსახურება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ყველა სამრეწველო, სავაჭრო, საგანმანათლებლო სამედიცინო, კერძო და სხვა სტრუქტურებს, ასევე მომსახურებით სარგებლობს 400 ქუჩის ინდ. მეწარმე და ადმინისტრაციული ერთეულების მაცხოვრებლები და მაღალსართულიანი სახლების მობინადრეები. ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დროულად მიმდინარეობს შეკეთების სამუშაოები. გრაფიკის მიხედვით ხორციელდება საცხებ-საპოხი მასალების შეცვლა. ტრანსპორტი მუშაობს შეუფერხებლად და ნარჩენების გაზიდვის სერვისი ხორციელდება ხარისხიანად.

“ზუგდიდიდასუფთავებას” ჰყავს ბულდოზერ ექსკავატორი და 3 ერთეული ტრაქტორი, 10 კუბური მეტრის მოცულობის თვითმცლელი. აღნიშნული მექანიზმები, ანაკლია-განმუხურში ახორციელებენ შტორმისგან დაბინძურებული სანაპირო ზოლის დაახლოებით 15 კმ. მანძილზე დასუფთავებას, შეგროვებას, დატვირთვას და გატანას.”

ბესარიონ ჯანაშია სატრანსპორტო განყოფილების წამყვანი სპეციალისტი:-” ჩვენი განყოფილება კონტროლს აწესებს მძღოლების სამუშაოზე გამოცხადებაზე და მათზე გაპიროვნებული მარშრუტების შესრულებაზე. ასევე კონტროლს ვუწესებთ ავტოსატრანსპორტო საშუალებების და ტექნიკის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების პროცესს. ჩვენს განყოფილებაში ხდება სატრანსპორტო სამუშაოების დაგეგმისთვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და გადაცემა ეკონომიკური სამსახურისთვის. ასევე ვახორციელებთ წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სატრანსპორტო საშუალებების გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად, ცენტრის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას, ინვენტარიზაციის მონაცემთა ბაზის შექმნას და განახლების პროცესების ხელშეწყობას.”

ხათუნა მესხია “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ოპერატორი: – „ვაწარმოებ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” სატრანსპორტო მონიტორინგს “gps’’ პროგრამის საშუალებით, ვაკვირდები ჩვენი სამსახურის სპეც-მანქანების გადაადგილებას, საწვავის ხარჯვას, მოძრაობის სიჩქარეს, ცალკეული მანქანების მიერ დაგეგმილი მარშრუტების შესრულებას. მანქანებზე დაკვირვების შედეგად, პროგრამულად ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში, საქმის კურსში ვაყენებ სატრანსპორტო განყოფილებას. ამ საკითხთან დაკავშირებით ხდება ყველა პასუხისმგებელ პირთან თანამშრომლობა. ზოგადად: ტრანსპორტის დარგში დირექტორის მოადგილესთან, ქალაქის და რაიონის უბნის უფროსებთან შესაბამისად საჭიროების  შემთხვევაში, პირადად მძღოლებთან, დღის მორიგე ბრიგადირებთან. გახსნილი მაქვს ჟურნალი მონაცემებისთვის, სადაც ვაფიქსირებ ჩვენი სამსახურის ტრანსპორტის გადაადგილების კოორდინატებს. კვირის ბოლოს, შემაჯამებელ მასალებს ვამზადებ დირექტორთან თათბირისთვის, სატრანსპორტო საშუალებების მიერ, კვირის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში, ვამყარებ კომუნიკაციას მძღოლებთან მოძრაობის ოპტიმალური მარშრუტის დადგენის მიზნით. ყოველდღიურ რეჟიმში ვაკონტროლებ ავტომანქანების მიერ შესრულებულ მანძილებს.”

მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 30 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!