ზუგდიდელმა უტა ფონიავამ აზერბაიჯანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა


  • საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ზუგდიდელმა სპორტსმენმა უტა ფონიავამ აზერბაიჯანში გამართულ “arpachay open”-ის საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა.

ფედერაციის ცნობით, პირველ ბრძოლაში მან დაამარცხა თურქი სპორტსმენი ანგარიშით 6-2. მეორე წრეში დამაჯერებლად გაიმარჯვა აზერბაიჯანელი სპორტსმენის წინააღმდეგ ანგარიშით 7-0.

“ნახევარფინალში მან კიდევ უფრო შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა და 8-0 დაამარცხა მასპინძელი. ფინალში უტა დაუპირისპირდა აზერბაიჯანელ სპორტსმენს და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 5-2 ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. უტას თან ახლდა საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი ლაშა კოდუა.

გილოცავთ ყველას ამ წარმატებას
განსაკუთრებით კი ვულოცავთ წარმატებას უტას პირად მწვრთნელს გელა ანთიას.”-აღნიშნული ფედერაციის ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

20 + 11 =

Akismet ანტისპამი