- თბილისის არტ-ჰოლის საკონცერტო დარბაზში წმინდა გიორგის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი „მომავალი ჩვენია“ გაიმართა, რომელშიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სოფელ ახალკახათის ბაზაზე არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი მონაწილეობდა.
ფესტივალის ფარგლებში, ანსამბლის ქორეოგრაფმა, გიორგი სურმავამ. ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციისა და საპატიო მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, იგი ცენტრის საპატიო წევრად აირჩიეს.
