ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცით, ზუგდიდის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა “დავლათი,“ სამხრეთ კორეაში, ჩონანის მსოფლიო ხალხთა ნაციონალური ცეკვების კონკურს-ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა და სხვადასხვა ნომინაციაში ,”ქუჩის ცეკვა” და “სცენაზე შესრულებული ცეკვა” პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა.
კორეაში გამართულ ფესტივალზე ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად 16 ქვეყნის 35 ანსამბლი მონაწილეობდა.
“დავლათი”-ს მხატვრული ხელმძღვანელი გიორგი მოსიაა.