ზუგდიდელი სესილი ჩიქავა ცუკუბას უნივერსიტეტში სწავლას აგრძელებს


  • თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტი ზუგდიდელი სესილი ჩიქავა იაპონიაში, ცუკუბას უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით სწავლობს. სესილი “ზუგდიდელებთან” ამბობს, რომ იაპონური ენის გარდა, სწავლობს შორეული აღმოსავლეთის ისტორიას, რელიგიას და კულტურას.

სესილი ჩიქავა: -ბავშვობიდან დაინტერესებული ვიყავი იაპონური კულტურით, მომწონდა იაპონური დამწერლობა, შესაბამისად ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ურთიერთობების სკოლამ და ზოგადად თავისუფალმა უნივერსიტეტმა მომცა ისეთი შანსი, რომელიც ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ თუ ეძლევა. პირველი კურსიდან ვსწავლობ იაპონურ ენას, გარდა იაპონური ენისა იაპონურ ისტორიას, ლიტერატურასა და აზიურ რელიგიებს. თავისუფალ უნივერსიტეტსა და ცუკუბას უნივერსიტეტს შორის დიდი ხანია არსებობს უნივერსიტეტთა შორის მეგობრობის მემორანდუმი, შესაბამისად სტუდენტებს ეძლევათ საშუალება 6 თვიან ან ერთ წლიან გაცვლით პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა. ბედნიერი ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მეც მომეცა, სექტემბერში, როდესაც იაპონიაში ჩამოვედი ვფიქრობდი, რომ ამ საოცარ ქვეყანაში 6 თვე დავრჩებოდი, თუმცა ცუკუბას უნივერსიტეტის ინიციატივით, სწავლის ვადა კიდევ 6 თვით გამიხანგრძლივდა, რაც ძალიან სასიხარულოა ჩემთვის. ამ 6 თვის განმავლობაში ვეუფლებოდი იაპონურ ენას, გარდა ამისა, შევისწავლიდი ისეთ საკითხებს, რომლებიც ეხებოდა აზიურ ლიტერატურას, კულტურას, რელიგიებსა და ისტორიას. იაპონელები ძალიან პუნქტუალურები არიან. აქ საოცარი ბუნება არის, ზოგჯერ საქართველოს ბუნებას მახსენებს. ხალხს რაც შეეხება, ძალიან ყურადღებიანები და ზრდილობიანები არიან.

-ცუკუბას უნივერსიტეტში, შენს გარდა, კიდევ თუ არიან ქართველი სტუდენტები?

-ცუკუბას უნივერსიტეტში სამი ქართველი ვსავლობდით. ორს სწავლის პერიოდი გაგვიხანგრძლივეს. ცუკუბას უნივერსიტეტი იაპონიის საუკეთესო უნივერსიტეტების ათეულშია. აქ ძალიან ბევრი უცხოელი სტუდენტი სწავლობს.

-როგორია უცხო ქალაქში სტუდენტური ცხოვრება?

-სტუდენტური ცხოვრება ძალიან მომწონს, ახალი გარემო და ახალი მეგობრების შეძენა ძალიან სასიამოვნოა. დიდი მოლოდინები და იმედები მაკავშირებს მომავალ ექვს თვესთან, მინდა მაქსიმალურად გამოვიყენო ეს დრო და როდესაც საქართველოში დავბრუნდები სხვებს გავუზიარო ჩემი ცოდნა და გამოცდილება.

-სესილი, როგორია შენი სამომავლო გეგმები და უკავშირდება თუ არა საქართველოს

-ყველანაირად შევეცდები ქართული კულტურა და ისტორია, ზოგადად საქართველო ბევრ ადამიანს გავაცნო და ვიყო დამაკავშირებელი ხიდი საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყანას შორის.

მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!