- დღეს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტები: ცაბუნია ვართაგავა და კერენ ესებუა ბალაკლავას ტარებისთვის 2 000 -2 000 ლარით დააჯარიმა.
კერენ ესებუა სასამართლო პროცესს, არ ესწრებოდა. აქტივისტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის არ ცნობს არალეგიტიმური პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ არალეგიტიმურ კანონს და არ აპირებს განხილვაში შესვლას. ის საპროტესტო ბანერით ხელში ზუგდიდის სასამართლოს წინ იდგა და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვდა.