საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოცხადებულ კონკურსის ერთ-ერთ ნომინაციაში “კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი”, ფინალისტი გახდა „ლაივპრესის“ ჟურნალისტი ნინო თოლორაია. მას გადაეცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში.
გაზეთი “ზუგდიდი”, ჟურნალი “ზუგდიდელები” და საინფორმაციო პორტალი “ზუგდიდელები.ჯი” ულოცავს ნინოს დამსახურებულ წარმატებას. მისი განათლება, პროფესიული ოსტატობისკენ სწრაფვა, კოლეგიალობა, თავმდაბლობა, მას კიდევ არაერთ წარმატებას მოუტანს.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოცხადებულ კონკურსში – „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში – 2016“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.