ზუგდიდელი პრესსამსახურები ტესტირებაზე


ამ დღეებში, საზოგადოებისა და მედიის ყურადღება მიმართულია იუსტიციის სახლისკენ, სადაც იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს ტესტირება საჯარო სამსახურებში დასაქმების მსურველთათათვის. არ არის გასაკვირი, რომ მედიის განსაკუთრებული ყურადღება მიმართულია მათი კოლეგა სახელისუფლებო პრესსამსახურებისკენ, ვინც უშუალოდ კურირებს თვითმმართველობის ურთიეთობას მასმედიასთან. ,,ზუგდიდების” ინფორმაციით, ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაია ღუბელაძემ ტესტირების მეორე ეტაპი 48 ქულიანი მაჩვენებლით გადალახა. ასევე 48 ქულა მიიღო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესატაშემ მაგდალინა თოდუამ. ზუგდიდის ქალაქის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ირაკლი (გუგა) ლაგვილავამ  კი, 51 ქულა აიღო. მეორე ტურის შედეგი დაბალი ქულის გამო გააპროტესტა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსმა მაია ღურწკაიამ. ჩვენ მას ამ წუთებში დავუკავშირდით და ჯერ-ჯერობით მისთვის ცნობილი არ არის  აპელაციის შედეგები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.