20 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით გაიმართა ზუგდიდის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ჭადრაკში. უმაღლესი ლიგა მოიცავდა 5 ასაკობრივ ტურნირს: 20 წლამდე ღია, 14 წლამდე გოგონათა, 12 წლამდე ჭაბუკთა, 8 წლამდე ჭაბუკთა და 8 წლამდე გოგონათა შორის.
მასში 54 მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა, რომლებიც შეირჩნენ გასული წლის ჩემპიონატიდან, მ/წლის ზუგდიდის ჩემპიონატის პირველი ლიგიდან და ნომინაციით. ჩემპიონატს წელს უკვე მეორედ უმასპინძლა ზუგდიდის “მაკდონალდსმა“ და ჩემპიონატის მონაწილეებს სასიამოვნო გარემო შეუქმნა. შეჯიბრება გაიმართა შვეიცარული სისტემით 7 ტურად. 20 წლამდე ასაკობრივ ტურნირში დათვლილ იქნა „ფიდე“-ს რეიტინგი. კენჭისყრა ჩატარდება კომპიუტერული პროგრამით Swiss-Manager.
26 ივნისს გამოვლინდნენ ზუგდიდის ჩემპიონები და მეორე-მესამე ადგილის პრიზიორები. პრიზიორები დაჯილდოვდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ. „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრი“-ს მიერ დაწესებული თასებით, მედლებით და დიპლომებით. ჩემპიონატის 15 პრიზიორისთვის „მაკდონალდსმა“ დააწესა საჩუქრები, ზუგდიდის ჩემპიონებისთვის კი დამატებითი საჩუქრები. პრიზიორები: 20 წლამდე ღია ტურნირი: გიორგი ბეჭვაია, გიორგი სართანია, გიორგი კუხალეიშვილი. 14 წლამდე გოგონათა: ანა კვიკვინია, ქეთევან ბეჭვაია, ნინიკო შარია. 12 წლამდე ჭაბუკთა: მიხეილ სიჭინავა, გრიგოლ ბეჭვაია, დიმიტრი ანთელავა. 8 წლამდე ჭაბუკთა: ზურაბ ტიბუა. გიორგი მოსიძე, სანდრო ფიფია. 8 წლამდე გოგონათა: თამარ მოსია, ქრისტინე ბეჭვაია და ლიზი წიფურია.