- 6-8 მარტს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე კრივში “7th Riga Ladies Boxing Cup 2026” საქართველოს U17 და U19 გოგონათა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა და 5 ოქროს, 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ სამშობლოში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის ინფორმაციით, ნაკრების შემადგენლობაში თავი გამოიჩინეს ზუგდიდელმა მოკრივე გოგონებმა: ელენე ქარჩავამ, ანასტასია ჩოკორაიამ და ნინი მალანიამ.
ელენე (52 კგ წონით კატეგორია) ოქროს მედალითა და ტურნირის საუკეთესო მოკრივის ტიტულით დაბრუნდა, ანასტასიამ (60 კგ წონითი კატეგორია) ვერცხლის მედალი, ხოლო ნინიმ (70 კგ წონითი კატეგორია) ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
