- ზუგდიდელი მარიამ ზარქუა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტია.
ამავე უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, რომ მარიამი, ერთი სემესტრი სწავლას საფრანგეთში გააგრძელებს.
“გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს საფრანგეთთან მრავალწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა აკავშირებს…
ამ თანამშრომლობის ფარგლებში, შეირჩა და Sciences Po Rennes-ის უნივერსიტეტში (სიანს პო რენში) ერთსემესტრიანი სასწავლო სტიპენდია მოიპოვა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის წარჩინებულმა სტუდენტმა მარიამ ზარქუამ.
სტიპენდიანტმა აღნიშნულ სასწავლებელში წარადგინა პროექტი „ლტოლვილთა პრობლემები საქართველოსა და საფრანგეთში“, რომელმაც საკონკურსო კომისიის მოწონება დაიმსახურა. მარიამ ზარქუა ინტენსიურად სწავლობს ფრანგულ ენას უნივერსიტეტში, აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება, მან ასევე წარმატებით გაიარა გასაუბრება საფრანგეთის საელჩოში…”