ზუგდიდელები იონავაში


 15 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლები ლიტვიის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ოფიციალური ვიზიტით ქალაქ იონავაში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ორგანიზატორი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მალხაზ ჭეჟია. 2014 წელს ხელი მოეწერა ქალაქ იონავასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, შეხვედრა მიზნად ისახავდა ამ ორ ქალაქს შორის ურთიერთობის განმტკიცება

 დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გურგენ სართანია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხთა  კომისიის თავმჯდომარე თემურ მარკოზია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მალხაზ ჭეჟია, საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის გნყოფილების უფროსი მაგდალინა თოდუა.

16 თებერვალს , ლიტვიის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაიმართა საზეიმო მიღება. ქართული დელეგაცია შეხვდა ქალაქ იონავას მერს მინდაუგას სინკიავიჩიუსს, ვიცე მერს რემიგიუს ოსაუსკასს, ქალაქ იონავას საკრებულოს წევრებს კესტუტას მაციონის და ბირუტე პლატკაუსკენესს, შეხვედრაზე ასევე მიწვეული იყო საქართველოს ელჩი ლიტვაში ხათუნა სალუქვაძე. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქალაქს შორის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებაზე და სამომავლო გეგმებზე. საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ ქალაქის მერს მიულოცა დამოუკიდებლობის დღე და ისაუბრა საქართველოსა და ლიტვას შორის არსებულ მეგობრულ კავშირზე, რომ საქართველოს ყავს ძლიერი და საიმედო პარტნიორი, რომელიც მხარს დაუჭერს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ნატოსა და ევროკავშირში. საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს ელჩმა ლიტვაში ხათუნა სალუქვაძემ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გურგენ სართანიამ. ამავე დღეს, ანსამბლი ,,ჩელა” 40 წუთიანი პროგრამით წარსდგა მაყურებლის წინაშე და განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. საქართველოს ელჩმა ლიტვაში, ხათუნა სალუქვაძემ ანსამბლ „ჩელა“-ს და საქართველოს დელეგაციას მადლობა გადაუხადა ემოციური საღამოსთვის.

17 თებერვალს ქალაქ იონავას მერმა მინდაუგას სინკიავიჩიუსმა გამოსამშვიდობებელი მიღება გამართა, სადაც მადლობა გადაუხადა ქართულ დელეგაციას საინტერესო საღამოსთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.