“ზუგდიდდასუფთავების ცენტრი” მოქალაქეებს მოუწოდებს პლაკატები არ გააკრან კანონით აკრძალულ ადგილებში


  • ააიპ “ზუგდიდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ზედამხედველობის ჯგუფის წევრების მიერ ქალაქის მასშტაბით, კანონდარღვევით გაკრული სარეკლამო და სხვადასხვა შინაარსის შემცველი განცხადებებისგან ქუჩების გაწმენდა გრძელდება.
პლაკატებისა და განცხადებების ჩამოხსნა მხოლოდ იმ ადგილებზე მიმდინარეობს, სადაც მათი გაკვრა კანონით აკრძალულია: ავტობუსების გაჩერებებზე, მიწისქვეშა გადასასვლელზე, განათების ბოძებზე და ა.შ.
“ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი” აფრთხილებს ყველა იურიდიულ პირს, მცირე მეწარმესა და რიგით მოქალაქეს დაიცვან კანონი. არ გააკრან პლაკატები და განცხადებები ისეთ ადგილებში, სადაც მათი გაკვრა კანონით აკრძალულია. გავუფრთხილდეთ და დავიცვათ ჩვენი ქალაქის იერსახე”-ნათქვამია “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.