ააიპ ,”ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” მოსაკრებლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, ზედამხედველობისა და კონტროლიორთა ჯგუფის წევრები, ასევე ცენტრის ბრიგადირები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის გამგებელს, მოსახლეობას, საჯარო სკოლის დირექტორსა და მოსწავლეებს შეხვდნენ.
გააცნეს 2 თებერვალს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიღებული დადგენილების თანახმად ადმინისტრაციულ ერთეულებში დასუფთავების მოსაკრებელზე ცვლილებების შესახებ ინფორმაცია, რაც ადრე ერთ სულზე ფიქსირებული 0,50 ლარის ნაცვლად კომლზე ერთი ლარით განისაზღვრა. ასევე
მათთან საუბარში აღნიშნეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს სუფთა გარემოში ცხოვრების პირობებს და რა ზიანის მიყენება შეუძლია დაბინძურებულ გარემოს (ჰაერი ,ნიადაგი,წყალი) ცოცხალი ორგანიზმებისთვის. აგრეთვე მიუთითეს, რომ, ააიპ ,”ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ზედამხედველობის ჯგუფის წევრები მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის დააჯარიმებენ.