- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”- ს მყარი ნარჩენების შესახებ მონაცემთა აღრიცხვის, მართვისა და ანალიზის სამსახურის, ზედამხედველობისა და კონტროლიორთა ჯგუფის წევრებმა ბრიგადირებთან ერთად, ცენტრის კუთვნილი ავტობუსით, განახორციელეს მუნიციპალიტეტის სასოფლო ტერიტორიული ერთეულების შემოვლა, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისა და მყარი ნარჩენების მოსაკრებლის ამოღების მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზნით.
“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზემოთ აღნიშნული სახის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.