- “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” თანამშრომლები ანაკლია – განმუხურის სანაპირო ზოლში საკურორტო სეზონთან დაკავშირებით, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
29 ივლისს ოპერატიულად ხელახლა გაიწმინდა ძლიერი წვიმისა და შტორმის შედეგად დანაგვიანებული სანაპირო ზოლი.