ზუგდიდის მერობის დამოუკიებელმა კანდიდატმა ზვიად სიჭინავამ ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და ზუგდიდელებს მერის არჩევა მიულოცა. მადლობა მხარდაჭერისთვის! დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მინდა, ყველა იმ ამომრჩეველს, ვინც მე მხარი დამიჭირა, დიდი მადლობა ვუთხრა.
მინდა, მივულოცო ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ახალი არჩეული მერი და გისურვოთ წარმატებები. მე, როგორც ვთქვი, ვრჩები ზუგდიდში, ჩემი ქალაქისთვის, ჩემი კუთხისთვის ვიქნები აქ, თქვენს გვერდით.