ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრის საგამოფენო დარბაზი დროებით იხურება


  • საქართველოს სასახლე-მუზეუმების ადმინისტრაცია ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში ამზადებს ახალი და უახლესი ქართული მხატვრობისადმი მიძღვნილ ექსპოზიციას.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება როგორც ზუგდიდის დადიანების სასახლეების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის, ისე საქართველოს ხელოვნების სასახლის კოლექციებში დაცული გამორჩეული ნამუშევრები.

საგამოფენო სივრცის მოსამზადებელი სამუშაოების გამო, ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრის საგამოფენო დარბაზი დროებით დაიხურება.

ახალი ექსპოზიციის გახსნა მიმდინარე წლის ოქტომბერში იგეგმება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

4 − 2 =

Akismet ანტისპამი